
19 სექტემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (鶹Ƶ) ეზოში გაიმართა 鶹Ƶ Welcome Party 2019.
ღონისძიებაზე ახალ 鶹Ƶელებს სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცეს 鶹Ƶ-ს პრეზიდენტმა
რ. მაიკლ ქაუგილმა და 鶹Ƶ-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო და ერთგულ 鶹Ƶბენდს, რომელიც ყველა ღონისძიებას
მუსიკალურად აფორმებს და ალამაზებს. ამავე ივენთზე ჩვენმა პირველკურსელებმა ლუკა გოგიბერიძემ და
ოთო ქათამაძემ ექსპრომტად შეგვისრულეს რამდენიმე სიმღერა, საღამოს დასასრულს კი სცენა დაეთმო DJ-ის.
სასიამოვნო მუსიკის, გარემოს, ფურშეტის, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღების ფონზე,
鶹Ƶელები ერთად და მხიარულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ყველა პირველკურსელს კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე 鶹Ƶელები ხართ!
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!